The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ბუხრაშვილი

გიორგი ბუხრაშვილი
დაბადების თარიღი:7 თებერვალი, 1983  (43 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. რუსთავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2005 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2011-2012წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2003-2005წწ. - საქართველოს უზენაეს სასამართლოში დარბაზის მეთვალყურე; 2005-2008წწ. - საქართველოს უზენაეს სასამართლოში სასამართლო სხდომის მდივანი; 2008-2011წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწე; 2012 წელს - გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2012 წლის ივნისიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში, სადაც 2012 წლის სექტემბრიდან იმავდროულად დაკისრებული ჰქონდა საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება; 2012-2019წწ. - სიღნაღის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში; 2019 წლის დეკემბრიდან - სიღნაღის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: