| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კოტე ანთაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1952 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1954 წელს. 1956 წლიდან მუშაობას იწყებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1980-2003წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპისა და ამერიკის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის გამგე; სიცოცხლის ბოლომდე ამავე კათედრის პროფესორი. მისი ძირითადი საკვლევი მიმართულება იყო საფრანგეთის რევოლუცია და XIX საუკუნის საქართველოს დემოგრაფია; იყო საუნივერსიტეტო და მსოფლიო ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი; ორი სადოქტორო დისერტაციის მეცნიერ-კონსულტანტი, მრავალი საკანდიდტო დისერტაციის ხელმძღვანელი და სამეცნიერო ნაშრომის რედაქტორი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1957), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1977), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. წყარო: პროფესორი კონსტანტინე ანთაძე : ისტორიკოსი / მერაბ კალანდაძე.-თბ.,2014 Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

