The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლალი ბესტავაშვილი

ლალი ბესტავაშვილი
Date of birth:21 November, 1968  (57 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1995 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2003 წელს ჩააბარა ადვოკატთა და პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდები; 2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

1999-2006წწ. - გორის რაიონული სასამართლოში სხდომის მდივანი; 2006 წელს - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტში, სისხლის სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს კონსულტანტი; 2006 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე - ჯავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2006-2007წწ. მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ხაშურის რაიონულ სასამართლოში; 2007 წლიდან - ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


Share: