The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა რამიშვილი

ზაზა რამიშვილი
დაბადების თარიღი:7 სექტემბერი, 1961  (64 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქარელი.

დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1985 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

1985-1987წწ. - საქართველოს უზენაეს სასამართლოში, თავმჯდომარესთან არსებული კონტროლის ინსპექციის ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი, კონსულტანტი; 1987-1999წწ. - ქარელის რაიონის სასამართლოს მოსამართლე; 1999-2007წწ. - ქარელის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე; 2007-2012წწ. - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ხაშურის რაიონულ სასამართლოში; 2012-2023წწ. - ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2023-2024წწ. - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე და თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2024 წლის 10 ოქტომბრიდან - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: