| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იულია თედეევი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-ეკონომისტის ბაკალავრის ხარისხით 1995 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-ეკონომისტის მაგისტრის ხარისხით 1997 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2016 წელს. 1999-2002 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სპექტრომეტრიისა და მინერალოგიური მასალათმცოდნეობის რესპუბლიკური ცენტრი, ინჟინერი; 2000-2021წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ტრანსპორტისა და მანქანათმშენებლობის მენეჯმენტის დეპარტამენტი, მოწვეული მასწავლებელი; 2004-2008წწ. თ. მუხაძის სახელობის უნივერსიტეტი "ივერია", ეკონომიკის კათედრა, მოწვეული მასწავლებელი; 2008-2014წწ. საქართველო–უკრაინის საერთაშორისო სამეცნიერო–ტექნიკური ცენტრი "ინტერველდი" სამეცნიერო ცენტრი, მთავარი სპეციალისტი; 2017-2020წწ. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2021 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ტრანსპორტისა და მრეწველობის მენეჯმენტის აკადემიური დეპარტამენტი, ასისტენტ პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური დოქტორი (2016), პროფესორი(2017). წყარო: საქართველოს ტექნიკიური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემები და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

