The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თომა ბარნაბიშვილი

თომა ბარნაბიშვილი
სხვა სახელი:ვასიკო ბარნაბიშვილი
დაბადების თარიღი:15 ივლისი, 1970
გარდაცვ. თარიღი:3 ნოემბერი, 1992  (22 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ძმათა სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1984-1985 წლებში სწავლობდა თბილისის 31-ე პროფესიულ ტექნიკურ სასწავლებელში მატარებლის მემანქანის თანაშემწის სპეციალობაზე.

1988 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, იმსახურა ქ. სვერდლოვსკში. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა თბილისის მეტროპოლიტენში მემანქანის თანაშემწედ. 1992 წლის 12 ოქტომბერიდან მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საომარ კონფლიქტში, მსახურობდა 101-ე ბატალიონში. დაიღუპა ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს 3 ნოემბერს სოფელ შრომასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.70


გააზიარე: