The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჟუჟუნა წიკლაური-შენგელია

ჟუჟუნა წიკლაური-შენგელია
ოფიციალური სახელი:ჟუჟუნა წიკლაური
დაბადების თარიღი:3 სექტემბერი, 1958  (67 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააღრიცხვო ეკონომიკური ფაკულტეტი ეკონომისტის კვალიფიკაციით 1981 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1985 წელს; ჟ. შარტავას სახ. თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტი იურისტის კვალიფიკაციით 2003 წელს. 

1975-1977წწ. სახ. სტატისტიკის მცხეთის საინფორმაციო-გამოთვლითი სადგური, ოპერატორი; 1981-1987წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სახალხო მეურნეობის დარგების ბუღალტრული აღრიცხვის და ეკონომიკური ანალიზის კათედრა, უფროსი ლაბორანტი; 1987-1989წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პოლიტიკური ეკონომიის კათედრა, უფროსი მასწავლებელი; 1989-2006წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ეკონომიკური თეორიისა და მარკეტინგის საფუძვლების კათედრა, დოცენტი; 1996-2006წწ. შპს "ეკომედ აუდიტი" (აუდიტორული, საგადასახადო და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია), დირექტორი, ექსპერტ-აუდიტორი; 2006-2009წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2006-2007წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტის, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრა, ასოცირებული პროფესორი (მოწვეული სპეციალისტი); 2009-2013წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2013-2017წწ. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, ტრანსპორტის და მანქანათმშენებლობის მენეჯმენტის დეპარტამენტი, პროფესორი; 2017-2021წწ. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, ტრანსპორტის და მანქანათმშენებლობის მენეჯმენტის დეპარტამენტი, პროფესორი; 2021 წლიდან სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი, ტრანსპორტისა და მრეწველობის მენეჯმენტის დეპარტამენტი, პროფესორი; 2013 წლიდან ყოველთვიური სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალ "ეკონომიკის" სარედაქციო საბჭოს წევრი; 150 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ეკონომიკის აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006). 

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • სოციალურ-ეკონომიკურ მეცნიერებათა სერთაშორისო აკადემია, ნამდვილი წევრი-აკადემიკოსი

გააზიარე: