| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პავლე მაისურაძე![]()
Biographyდაბაადების ადგილი: ქ. თბილისი. დუდუკზე დაკვრა 17-18 წლის ასაკში დაიწყო; შემდგომში დუდუკზე დაკვრის ხელოვნების შესწავლა განაგრძო ცნობილ მეზურნე კუპრიასთან; იგი თვითონ ქმნიდა ამა თუ იმ ლექსის შესაფერის ჰანგებს; მისი სახელი სპარსეთსა და თვით შაჰის კარზეც ყოფილა განთქმული; პ. მაისურაძის შემოქმედებიდან განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა სიმღერა "ტკბილი თითი"; არსებობს ვარაუდი, რომ 1897 წელს მან ბეთანიის მონასტრის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე წმინდა გიორგის ტაძარს შესწირა ექვსსანთლიანი თითბრის ჭაღი, ამ ვარაუდის არსებობის საფუძველს იძლევა ჭაღზე არსებული წარწერა "ეს ჭაღი მონასტერს 1897 ნელს შესწირა პავლე მაისურაძემ" და ბეთანიის მონასტრის მახლობლად მცხოვრები და იმავე მონასტერში მომუშავე ვანო წიკლაურის მონათხრობი. მეზურნეთა ამქრის წევრი, მედუდუკე, თბილისის აშუღი. წყარო: მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბილისი, 2023. გვ.76-93
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

