| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ჩიტაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობა 1984 წელს. 30 წელზე მეტია ეწევა პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას უმაღლეს სასწავლებლებში, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო უნივერსიტეტებში; სხვადასხვა წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქვემო ქართლის ფილიალის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, სოხუმის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, დ. გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ "იბერიის" რექტორი, თბილისის საერთაშორისო აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი; არჩეული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საერთაშორისო უნივერსიტეტ "იბერიის", თბილისის საერთაშორისო აკადემიის პროფესორად; მისი სამეცნიერო კვლევების სფეროა საქართველოს ახალი და უახლესი ისტორია, კონფლიქტების ისტორია, ანთროპოლოგია, ეთნიკური ნაციონალიზმი, სეპარატიზმი და ეთნიკური კონფლიქტები, ქართულ-აფხაზური პოლიტიკური ურთიერთობების ისტორია; გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის სამეცნიერო სტატიები და ბროშურები, პუბლიცისტური წერილები, ორი მონოგრაფია, ერთი სახელმძღვანელო (თანაავტორობით); არის ათეულობით სადიპლომო, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომის მეცნიერ-ხელმძღვანელი, ასევე, სამეცნიერო ჟურნალებისა და კრებულების რედაქტორი და სარედაქციო საბჭოს წევრი; არაერთგზის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე: უკრაინა-კიევი, ინგლისი-ლონდონი, იტალია-არეცო, პერუჯა. ისტორიის დოქტორი (2001). ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

