The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ექვთიმე მაისურაძე

ექვთიმე მაისურაძე
დაბადების თარიღი:1859
გარდაცვ. თარიღი:3 ოქტომბერი, 1912  (53 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ჩორდის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის ეზო
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წედისი, ონის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 

იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძემ) დანიშნა დიაკვნად, მღვდლად, შემდეგ დანიშნა კუდაროს (ჯავის რაიონი) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამღვრად; 1894 ნელს გაბრიელმა იგი საგვერდულით დააჯილდოვა; 1900 ნელს – წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე საუფია გადაეცა; 1900-1901 ნლებში რაჭაში ჩატარებულა მოსახლეობის აღწერა, რომელშიც ის აქტიურად მონაწილეობდა და ამის გამო იგი მადლობის სიგელით დაჯილდოვდა; 1908 ნელს მამა ექვთიმე ცხმორის (ონის მუნიციპალიტეტი) მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს; 1910 ნლის 6 მაისს ის კამილავკით დაჯილდოვდა.

წყარო: მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბილისი, 2023. გვ.125-133; შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge


გააზიარე: