The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო ბოკუჩავა

სერგო ბოკუჩავა
დაბადების თარიღი:22 აპრილი, 1974
გარდაცვ. თარიღი:30 ნოემბერი, 1992  (18 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1991 წელს ჩაირიცხა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტში ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე.

გატაცებული იყო სპორტით, იყო ჩოგბურთელთა კლუბის "მუხის ფოთლის" წევრი, ქართული და აღმოსავლური ორთაბრძოლების ასოციაციის მიერ ჩატარებულ თბილისის მეორე ჩემპიონატზე III ადგილი დაიკავა. 1992 წლის 6 ოქტომბერს აფხაზეთში გაემგზავრა. მუდამ წინა ხაზზე იბრძოდა, ყველაზე სახიფათო ადგილებიდან დიდი რისკის ფასად გამოჰყავდა დაჭრილები თუ დაღუპულები. დაიღუპა 1992 წლის 30 ნოემბერს სოფელ არადუსთან თავდასხმის დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.88


გააზიარე: