| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი თუნაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახმეტა. დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2009 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრატურა 2011 წელს; 2019-2020წწ. იყო იუსტივიის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2009 წელს იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სტაჟიორი; 2009-2010წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სპეციალისტი; 2010 წლის მაისიდან აგვისტომდე - თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სამოქალაქო საქმეთა სექტორის უფროსი; 2010-2012წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი; 2012-2017წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2017-2019წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სამდივნოს მთავარი კონსულტანტი-მოსამართლის თანაშემწე; 2021 წლის ივნისიდან - ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; ფოთის საქალაქო სასამართლო: court.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

