The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თორნიკე კაპანაძე

თორნიკე კაპანაძე
დაბადების თარიღი:8 აპრილი, 1987  (39 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2007 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2008 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2010 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა; 2013 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი; 2014 წელს გაიარა რეგიონალური აკადემიის ტრენინგი თემაზე: გარდამავალი სახელმწიფოების იურისტების დიალოგი სამართლებრივი ტრანსფორმაციისთვის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ჰერტის სახელმწიფო მართვის სკოლა და ბუცერიუსის სამართლის სკოლა (ბერლინი, გერმანია); 2015 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2017 წელს გაიარა მედიატორთა მოსამზადებელი კურსები (ევროკავშირი საქართველოსთვის, გაეროს ოფისი საქართველოში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და თბილისის საქალაქო სასამართლო); 2017 წელს გაიარა საზაფხულო სკოლა თემაზე: ადამიანის უფლებები და ხელისუფლების დეცენტრალიზაცია - ლუნდის უნივერსიტეტი და შვედური ინსტიტუტი (Si) (ლუნდი, შვედეთი); 2018 წელს გაიარა საზაფხულო სკოლა თემაზე: ელექტრონული მმართველობის განვითარება და როლი მოქნილი და ინოვაციური საჯარო მმართველობისათვის - ლინჩოპინგის უნივერსიტეტი და შვედური ინსტიტუტი (Si) (ლინჩოპინგი, შვედეთი); 2018 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2019-2020წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2008-2009წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების სპეციალისტი; 2009-2010წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის მდივანი; 2011-2013წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2013-2015წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მწერალი თანაშემწე; 2015-2019წწ. - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონსულტანტი / უფროსი კონსულტანტი; 2017 წლიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი; 2017-2018წწ. - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრი; 2018-2019წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხთა განმხილველი საბჭოს წევრი; 2021 წლის ივნისიდან - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: