The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გენო ბოჭორიშვილი

გენო ბოჭორიშვილი
დაბადების თარიღი:19 იანვარი, 1960
გარდაცვ. თარიღი:25 სექტემბერი, 1992  (32 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ყარათუბანი, ადიგენის რაიონი.

1979 წელს დაამთავრა ავტოსკოლა რუსთავში. 1979 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. მსახურობდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში სპეციალური დანიშნულების ბატალიონში. 1981-1985 წლებში მუშაობდა ადიგენის რაიონის ავტოსატრანსპორტო საწარმოში მექანიკოსად. 1985 წლიდან მუშაობდა ტყიბულის ავტოსატრანსპორტო საწარმოში. 1992 წლიდან დაღუპვამდე მსახურობდა ტყიბულის გ. გიორგაძის სახელობის ბატალიონში ოფიცრის წოდებით. დაიღუპა 1992 წლის 25 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. 

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.91

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: