| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე გზირიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2010 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; საქართველოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა 2013 წელს; 2017 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით; 2019 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით; 2019-2020წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2008-2009წწ. - სს "ტაოპრივატბანკის" მოლარე-ოპერატორი; 2010 წელს - სს "ტაოპრივატბანკის" უფროსი მენეჯერი; 2010-2013წწ. - შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბი.აი.ჯის" (ბიზნეს საინვესტიციო ჯგუფი) იურისტი; 2012 წელს - შპს "სერვის ლაინის" დირექტორი; 2012-2013წწ. - შპს "თბილისის კარიბჭეს" დირექტორი; 2013-2014წწ. - ქ. კასპის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული; 2014-2017წწ. - ქ. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი/ქ. კასპის მაჟორიტარი დეპუტატი; 2017 წელს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატი; 2018-2019წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის განზოგადებისა და სტატისტიკის სამსახურის კონსულტანტი სასამართლო პრაქტიკის განზოგადების დარგში (სამოქალაქო სამართლის მიმართულებით); 20210-2022წწ. - მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ახალგორის მუნიციპალიტეტში; 2022 წლის ოქტომბრიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge თბილისის საქალაქო სასამართლო: tcc.court.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

