| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამბროსი მაისურაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელ წედისი, ონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამთო-სამშენებლო ტექნიკუმი 1953 წელს. 1953-1957წწ. მუშაობდა დონბასში (უკრაინა), სამთო ოსტატად, უბნის უფროსად. 1957 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში. სხვადასხვა დროს იყო გეოლოგიური პარტიის უბნის უფროსი, ბოლნისის ქვის დამმუშავებელი საამქროს უფროსი. არის რაციონალიზატორ-გამომგონებელი. მიღებული აქვს მრავალი საკავშირო და რესპუბლიკური პრემია. ეწეოდა დიდ საქველმოქმედო მოღვაწეობას. მისი პირადი დანაზოგებით მონაწილეობდა საქართველოს არაერთი ტაძრის მშენებლობაში. მისი სრული დაფინანსებით სოფელ წედისში აიგო დიდებული მემორიალი, რომელიც მიეძღვნა სოფელ წედისიდან პირველ და მეორე მსოფლიო ომებში დაღუპული მაისურაძეების ხსოვნას. ქალაქ ქუთაისში რეკონსცრუქცია გაუკეთდა პირველი ქართველი აკადემისტი მხატვრის გიორგი მაისურაძის საფლავს. 1996 წლიდან იყო ბოლნისის საკრებულოს წეგრი. სამშობლოს, რაჭის და საგვარეულოს წინაშე გაწეული უდიდესი ღვაწლის აღსანიშნავად მაისურაძეთა მიერ 2002 წელს აღიარებულ იქნა "ღირსეულ გვარიშვილად". წყარო: მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბილისი, 2023.-გვ.159, 246-147 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

