| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გამიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახმეტა. 1974-1976 წლებში მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. 1992 წლის 28 აგვისტოდან მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საომარ კონფლიქტში. იბრძოდა სოხუმში, შემდეგ გაგრაში, 101-ე ბატალიონის შემადგენლობაში. 1992 წლის 2 ოქტომბერს, ერთ-ერთი თავდასხმის დროს ალყაში მოქცეულმა თავის თავზე აიღო დაცვა, რათა გადაერჩინა მეგობრები, თვითონ კი დაიჭრა. გიორგი გამიაშვილი ღია ჭრილობით ისევ დაბრუნდა სოხუმში საბრძოლველად. დაიღუპა ეშერასთან. ახმეტის "მხედრიონის" წევრი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.122
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

