The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფრიდონ გეგენავა

ფრიდონ გეგენავა
დაბადების თარიღი:31 ოქტომბერი, 1970
გარდაცვ. თარიღი:17 მარტი, 1993  (22 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კელასური, სოხუმის რაიონი.

ფრიდონ გეგენავა აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 23 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-3 ბრიგადის მე-2 ბატალიონში პირველი ასეულის მე-2 ოცეულის ყუმბარმტყორცნელად. 1992 წლის 3 სექტემბერს, ფრიდონ გეგენავა გუმისთის მისადგომებთან მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს დაიჭრა. მკურნალობის შემდეგ ბატალიონში დაბრუნდა და საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-2 ბატალიონის ასეულის სნაიპერად დაინიშნა. დაიღუპა 1993 წლის 16 მარტს მდინარე გუმისთის მისადგომებთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. 

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.123

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: