| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაია ჯავახიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2001 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2007-2009წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2001-2005წწ. - საქართველოს იურისტთა ასოციაციაში ადვოკატი; 2005-2007წწ. - საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის იურისტი კახეთის მხარეში; 2009 წელს - სს "კახეთის ენერგო დისტრიბუციის" იურისტი; 2010-2011წწ. - სს "პროკრედიტ ბანკის" იურისტი; 2017-2020წწ. - შპს "საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორის მრჩეველი; 2011-2021წწ. - შპს "საქართველოს ფოსტის" იურიდიული სამსახურის უფროსი; 2015-2021წწ. - ააიპ გაერთიანებული საფოსტო კავშირის გამგეობის თავმჯდომარე; 2018-2021წწ. - აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი, ამავდროულად, სს ჩაჩავას კლინიკისა და შპს "ვერონას" იურისტი; 2019-2021წწ. - შპს "ლინემა ფარმის" იურისტი. 2021 წლის ივნისიდან - ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ბორჯომის მუნიციპალიტეტში. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; ახალციხის რაიონული სასამართლო: court.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

