The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი გელაშვილი

გიორგი გელაშვილი
Date of birth:16 October, 1981  (44 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი 2004 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის საკვალიფიკაციო გამოცდა, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და მოსამართლის საკვალფიკაციო გამოცდა; 2018-2019წწ. გაიარა ტრენინგი: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების გამოყენება სასამართლო პრაქტიკაში (ევროკავშირი საქართველოსთვის); 2020-2021წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი; 2021 წელს გაიარა "HC&HS" სასწავლო კურსი თემაზე - სიძულვილით მოტივირებული დანაშაული; 2022 წლიდან იყო სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში (სდასუ); 2022 წელს გაიარა HELP-ს სასწავლო კურსი თემაზე: "სასამართლო მსჯელობა და ადამიანის უფლებები". 2023 წელს გაიარა ტრენინგი თემაზე - "დანაშაულის და ძალადობის მსხვერპლი და მოწმე ბავშვების მონაწილეობით საქმეთა განხილვა სასამართლოში".

2005-2009წწ. - ხაშურის რაიონული სასამართლოს სპეციალისტი / წამყვანი სპეციალისტი; 2009-2010წწ. - ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2010-2020წწ. - ხაშურის რაიონული სასამართლოს სხდომის მდივანი / მოსამართლის თანაშემწე; 2021 წლის ივნისიდან სექტემბრამდე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე; 2021-2023წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე; 2023 წლის აპრილიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; თბილისის საქალაქო სასამართლო: tcc.court.ge


Share: