The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ლობჟანიძე

გიორგი ლობჟანიძე
დაბადების თარიღი:29 აგვისტო, 1975  (50 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა პროფესორ ჯ. ბაქრაძის სახელობის თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის და ეკონომიკის ფაკულტეტი 1996 წელს  და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

2000-2003წწ. - ი/ს "მაია კობაიძე" საადვოკატო ბიუროს ადვოკატი; 2003-2004წწ. - "ადვოკატთა კავშირი XXI-ის" ადვოკატი; 2004-2005წწ. - ადამიანის უფლებების, პატიმართა კანონიერი ინტერესების, მცირე ბიზნესისა და ტურიზმის დაცვის ასოციაცია "ფარის" ადვოკატი; 2005-2006წწ. - ამხანაგობა საადვოკატო ბიურო "დიკეს" ადვოკატი; 2006 წელს -  - საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსულტანტი; 2006-2007წწ. - ჯავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2007-2017წწ. - მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2018-2020წწ. - ა(ა)იპ "ოუფენ ნეტის" იურისტი; 2021-2023წწ. - ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ასპინძის მუნიციპალიტეტში და თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2023-2024წწ. - ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქობულეთის მუნიციპალიტეტში. 2024 წლის 11 ოქტომბრიდან - სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ხონის მუნიციპალიტეტში.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: