The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ გელაშვილი

მერაბ გელაშვილი
დაბადების თარიღი:21 აპრილი, 1965
გარდაცვ. თარიღი:ოქტომბერი, 1992  (27 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბროლოსანი, ხაშურის რაიონი.

დაამთავრა სურამის პროფტექნიკური სასწავლებელი 1983 წელს.

1983 წელსვე გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში ციმბირში, ქ. კრასნოიარსკში, საიდანაც 1985 წელს დაბრუნდა და საცხოვრებლად გადავიდა რუსთავში. მუშაობდა რუსთავის ქიმიურ ქარხანა "აზოტში" მუშად. 1992 წლის 4 ოქტომბერს გაიწვიეს აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, იბრძოდა წინა ხაზზე, ეშერასთან. საქართველოს შინაგანი ჯარების პირველი ბატალიონის პირველი ასეულის მე-3 ოცეულის რიგითი მერაბ გელაშვილი დაიღუპა 1992 წლის 23 ოქტომბერს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. 

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.128

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: