The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოდერძი გვრიტიშვილი

გოდერძი გვრიტიშვილი
დაბადების თარიღი:1964
გარდაცვ. თარიღი:13 იანვარი, 1993  (29 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დაბა მანგლისის სიონის ეკლესიის ეზო
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შეხვეტილა, თეთრიწყაროს რაიონი.

1979-1980 წლებში სწავლობდა თბილისის კონსტანტინე ლესელიძის სახელობის სამხედრო სკოლაში. 1986 წელს დაამთავრა თბილისის უმაღლესი სამხედრო საარტილერიო სასწავლებელი. განაწილებული იყო უკრაინის ქალაქ კოველში, სადაც ლეიტენანტის წოდებით დაინიშნა ოცეულის მეთაურად. 1989 წელს მიენიჭა კაპიტნის წოდება და დაინიშნა დივიზიონის უფროსად. 1991 წელს მიენიჭა მაიორის წოდება და დაინიშნა საარტილერიო პოლკის შტაბის უფროსად. 1992 წელს საქართველოში მიმდინარე ეროვნულ მოძრაობასთან დაკავშირებით საკუთარი თხოვნით განთავისუფლდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების რიგებიდან და ამავე წლის 3 ოქტომბრიდან დაინიშნა ახალგაზრდა მებრძოლი კადრების მომზადების სასწავლო ცენტრის უფროსად თბილისის ზღვაზე, 1992 წლის 8 ნოემბრიდან დაინიშნა სწრაფი რეაგირების კორპუსის №1 ბრიგადის შტაბის უფროსად, პარალელურად ასრულებდა ოპერატიული განყოფილების უფროსის მოვალეობას ვიცე-პოლკოვნიკის წოდებით. 1993 წლის 13 იანვარს დილის 6 საათზე აფხაზეთში სოფელ აგუძერაში ალყაში მოქცეული ბატალიონის დასახმარებლად ესკადრილიის მეთაურთან ბაქარ მაგამედოვთან ერთად აფრინდა შვეულმფრენით  რომელიც ორი საბრძოლო შეტევის განხორციელების შემდეგ აფეთქებულ იქნა სითბური რაკეტით. ვიცე-პოლკოვნიკი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. 

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.139-140

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1994 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: