| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო კაკულია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ჟურნალისტის სახლთან არსებული ახალგაზრდა ჟურნალისტთა ორწლიანი სკოლის სრული კურსი 1989 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1996 წელს; საქართველოს ტელე-რადიო კორპორაციის ტექნიკური ცენტრის ტელეოპერატორთა და ვიდეომემონტაჟეთა კურსები ვიდეოოპერატორ -რეპორტიორის სპეციალობით 1998 წელს. 1994-1996 წწ. მუშაობდა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში საინფორმაციო პროგრამა "კურიერი"-ს კორესპონდენტად, სადაც გაიარა ჟურნალისტის პროფესიული ჩვევების ტრენინგი; 1997 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში, საინფორმაციო-მუსიკალური პროგრამა "ალიონი"-ს კორესპონდენტად, სადაც ამზადებდა საინფორმაციო-ანალიტიკურ სიუჟეტებს: პოლიტიკურ მიმოხილვას -"დღის თემა"; საავტორო რუბრიკას - "მე, შენ, ისინი" ( სოციოლოგიური სამსახურის "GORBI"- ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა-რეიტინგის მიმოხილვა); რუბრიკას - "პრესის მიმოხილვა"; საავტორო რუბრიკას - "რა გითხრათ, რით გაგახაროთ?" (პუბლიცისტური ჟურნალისტიკა); საავტორო რუბრიკას - "ვინ ვინ არის" საქართველოს ხელისუფლებაში (პარლამენტის დეპუტატთა პიროვნული, პროფესაული და ფსიქოლოგიური მონაცემების წარმოჩენა); 2003 წლიდან მუშაობს ქართული გაზეთის, "ჯორჯიან-თაიმსი"-ს კორესპონდენტად; რუბრიკით "ჟურნალისტების ქვეყანა" ეხმაურება მასმედიის პრობლემატიკას. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.118
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

