| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვერა ადზინბა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯგერდა, ოჩამჩირის რაიონი. ხალხულ ცეკვებს სოხუმის საბალეტო სკოლაშიდაეუფლა. მალე ქართულ-აფხაზური სიმღერისა და ცეკვის ეთნოგრაფიულ გუნდშიც ჩაირიცხა (ხელმძღვანელი ფანცულაია). 1945-1946 წლებში დამოუკიდებლად დგამდა ქართულ-აფხაზურ ცეკვებს ოჩამჩირისა და გუდაუთის კულტურის სახლებში. აღსანიშნავია ცეკვები: "აფხაზური საქორწილო", "საკოლმეურნეო", "სვანური" და სხვა. 25 წელი იმუშავა მან აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში სოლისტ-მოცეკვავედ. ამ ხნის განმავლობაში ვერამ მრავალი ცეკვა შეასრულა, მათ შორისგანსაკუთრებულად აღსანიშნავია: "აფხაზური საქორწილო", "მოხეური", "ფარიკაობა", ჩაგუნა". დაჯილდოებულია ბევრი სიგელითა და მედლით. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988, გვ. 166 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

