| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბაკურ გიგლემიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი წვირმიში, მესტიის რაიონი. 80-იანი წლებიდან გიგლემიანების ოჯახი სვანეთიდან საცხოვრებლად აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში გადავიდა. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ბაკურ გიგლემიანი, 1992 წლის ივლისიდან ირიცხებოდა ეროვნული გვარდიის მე-4 ბატალიონის მსროლელად. შემდეგ კი საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონში. მონაწილეობდა არაერთ საბრძოლო ოპერაციაში. ბაკურ გიგლემიანი დაიღუპა 1992 წლის 18 ოქტომბერს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.142
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

