The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი კაპანაძე

დაბადების თარიღი:16 დეკემბერი, 1939  (86 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქ. ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

1963-1966წწ. მუშაობდა რუსეთის ფედერაციის იაროსლავის ოლქის ქ. რიბინსკში, გაზ. "რიბინსკაია პრავდაში", ჯერ მრეწველობის განყოფილების, ხოლო შემდეგ მშრომელთა წერილების განყოფილების გამგედ; 1966 წლის სექტემბერში საქართველოში დაბრუნდა, მუშაობდა სხვადასხვა გაზეთებში; 1967-1976წწ. საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის გამგეობაში კონსულტანტად; 1978 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის თანამშრომელი. მუშაობდა ჯერ უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, შემდგომ წამყვან მეცნიერ-თანამშრომელად. 1985 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. არის ოცდაათამდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი. ჟურნალისტიკის პროფესორი.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.120

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1967-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: