| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მალხაზ ბაძაღუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით 1982 წელს; საქართველოს შსს უმაღლესი სკოლა, სამართალმცოდნის სპეციალობით 1983 წელს. 1976-1979წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის 52-ე კათედრა, ლაბორანტი; 1979-1981წწ. ქ. თბილისის ლიფტების მეურნეობის სამმართველო, ავტომექანიკოსი; 1981-1983წწ. ქ. თბილისის მეხუთე პროფესიულ ტექნიკური სასწავლებლი, კომკავშირის კომიტეტის განთავისუფლებული მდივანი; 1983 წელს საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილება, ინსტრუქტორი; 1983-1985წწ. საქართველოს კომკავშირის გეგეჭკორის (მარტვილი) რაიონული კომიტეტი, პირველი მდივანი; 1985-1990წწ. საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის იდეოლოგიური განყოფილება, სამართლებრივი აღზრდის სექტორის გამგე, განყოფილების გამგის მოადგილე; 1990-1995წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების სამმართველო, ორგანიზაციულ, საშტატო საქმიანობის ხელმძღვანელობა; 1995 წელს საქართველოს შსს სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს ორგანიზაციული-ანალიტიკური განყოფილება, უფროსი; 1985-2004წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის დეპარტამენტი, თავმჯდომარის მოადგილე სამმართველოს უფროსი; 2004 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების დეპარტამენტი, უფროსის მოადგილე; 2004 წელს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი, მთავარი მრჩეველი; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი, დირექტორის მოადგილე; 2006-2007წწ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტი, თავმჯდომარის მოადგილე; 2007-2008წწ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, თავმჯდომარის მთავარი მრჩეველი; 2008-2014წწ. საქართველოს დაზვერვის სამსახურის დირექტორატი, "სპეციალური მომზადებისა და გადამზადების ცენტრი", უფროსი; 2012 წელს საქართველოს დაზვერვის სამსახური, უფროსის მრჩეველი; 2015-2016წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რექტორის მოადგილის თანაშემწე; 2020-2024წწ. საქართველოს მეცნიერების ეროვნული აკადემია, პრეზიდენტის მრჩეველი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში. ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას: 1996-1999წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი, მაძიებელი; 1996-2006წწ. საქართველოს შსს აკადემია, სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრა, მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი; 2012-2014წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოწვეული პროფესორი; 2016-2020წწ. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახ. უნივერსიტეტი, მოწვეული პროფესორი; 2015 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 2015-2020წწ. მოწვეული პროფესორი; 2020 წლიდან პროფესორი; 2014 წლიდან გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი; პროფესორი, სამართლისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ჟურნალების "კრიმინოლოგის" და "აკადემიის მოამბის" რედაქტორი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების წევრი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. იურიდიელ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge.; science.org.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

