The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა გოგიშვილი

გელა გოგიშვილი
დაბადების თარიღი:19??
გარდაცვ. თარიღი:13 ივნისი, 1992
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მცხეთა.

1988 წლის აგვისტოდან 1989 წლის დეკემბრამდე მუშაობდა სოფელ დიღმის მეურნეობაში ტრაქტორისტად, ამავე წლის 27 იანვარს მცხეთის რაიონის სამხედრო კომისარიატმა გელა გოგიშვილი მძღოლის სპეციალობის დასაუფლებლად გაგზავნა "დოსააფის" სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1989 წლის 20 ივნისს, იმავე წელს ჩააბარა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში და ჩაირიცხა ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტის დასწრებულ განყოფილებაზე. ეუფლებოდა სპორტის სხვადასხვა სახეს – ცურვას, ჭიდაობას, კრივს, კარატეს. მესამე კურსის სტუდენტი ჩაირიცხა საქართველოს ეროვნულ გვარდიაში, "თეთრი არწივიის" შემადგენლობაში. დაიღუპა სამაჩაბლოში  1992 წლის 13 ივნისს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.147-148


გააზიარე: