| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო კვაჭანტირაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1988 წელს. 1984-1991წწ. მუშაობდა გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" (ახალგაზრდა ივერიელის) რედაქციაში სპეცკორესპონდენტად; საქართველოს ალკკ თბილისის საქალაქო კომიტეტში პრესსამსახურის უფროსად; 1996-1998წწ. გაზეთ "დილის გაზეთის" საზოგადოების განყოფილების რედაქტორად; 1998-2002წწ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად; 2002 წლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროში "საქართველოს კანონთა წიგნისა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" მთავარი რედაქტორია. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.122
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

