The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გოგი მაისურაძე

გოგი მაისურაძე
Date of birth:1948  (78 years)
Category:Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კვათანა, აბაშის რაიონი.

დაამთავრა ქალაქ ვლადივოსტოკის შორეული აღმოსავლეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1972 წელს.

1972-1975წწ. შორეული აღმოსავლეთის (ქ.ვლადივოსტოკი) სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, განაწილებით მუშაობდა გამომძიებლად სამხარეო პროკურატურის ორგანოებში (სისტემაში). ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში ვლდივოსტოკში მცხოვრები მაისურაძეებისაგან ჩამოაყალიბა 7 კაციანი დიასპორა. ამის შემდეგ გაჩნდა იდეა, ჩამოყალიბებელიყო მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი. 1975-1983წწ. მუშაობდა ქალაქ სოხუმში ადმინისტრაციულ თანამდებობებზე; 1983-1999წწ. საქართველოს სახელშიფო უშიშროების კომიტეტში, სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 1994 წელს მიენიჭა უშიშროების პოლკოვნიკის წოდება. 1995 წელს მისი პირადი ინიციატივითა და მონაწილეობით თბილისში დაფუძნდა მაისურაძეთა საგვარეულო საზოგადოება, რომელიც 1998 წელს გადარეგისტრირდა მაისურაძეთა საგვარეულო კავშირად. 1999-2005წწ. მსახურობდა ჯერ თბილისის თავდაცვის  სამინისროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილედ, შემდეგ საზღვრის დაცვის დეპარტამენტის გენერალური ინსპექციის უფროსად. 2008-2012წწ. იყო პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის საკითხთა კომისიის თანამშრომელი  და სამხედრო ექსპერტთა კლუბის დამფუძნებელი. 2008– 2010წწ. არჩეყლი იყო მაისურაძეთა საგვარეჟლო კავმირის თავმჯდომარედ.

წყარო: მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბილისი, 2023. გვ.164-165



Share: