| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნატო კორსანტია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი რეჩხი, გალის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1982 წელს. მუშაობდა გაზეთების "ახალგაზრდა კომუნისტი" და "დვრიტას" რედაქციებში; 1990-1993წწ. იყო ქალაქ გალის რაიონული გაზეთის "სათანჯოს" რედაქტორი; 1993 წლიდან "ახალგაზრდა ივერიელის" რედაქციაში; 1998 წელს მუშაობას აგრძელებს "დილის გაზეთის" რედაქციაში ჯერ კორესპონდენტად, შემდეგ განყოფილების რედაქტორად; 1998 წლიდან პარალელურად რედაქტორობს გალის რაიონულ გაზეთ "სათანჯოს", რომელიც მთლიანად აფხაზეთის პრობლემატიკას აშუქებს; 1999 წელს გამოსცა აფხაზეთის პრობლემების ამსახველი პუბლიცისტური წერილების კრებული. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.123 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

