| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომან მაისურაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ქალაქ რუსთავის მუშა ახალგაზრდობის საშუალო სკოლა; ქალაქ მაგნიტოგორსკის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკაულტეტი; პარალელურად დაამთავრა ქალაქ ჩელიაბინსკის მილიციის სკოლა და მიენიჭა ოფიცრის წოდება. 1963-1969წწ. მუშაობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საკონტროლო-საზომი ხელსაწყოების ლაბორატორიაში და რუსთავის ქიმიური ბოჭკოს ქარხანაში ელექტრო ზეინკლად; იყო რუსთავის "მეტალურგი"-ს და წალენჯიხის "სქური"-ს გუნდების წევრი; 1971 წელს მუმაობა დაინყო მაგნიტოგორსკის შინაგან საქმეთა სამმართველოში უბნის ინსპექტორის თანამდებობაზე, მომკვლევად სისხლის სამართლის საქმეებზე; განსაკუთრებით საშიში სისხლის სამართლის საქმის გახსნისა და დამნაშავეთა დაკავებისთვის გამოცხადებული აქვს სსრ შს მინისტრის მადლობა; 1979 ნელს ბრუნდება საქართველოში და სამსახურს აგრძელებს ქალაქ თბილისის შინაგან საქმეთა სისტემაში; მუშაობს სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე: მინიჭებული აქვს სპეციალური წოდება "პოლიჟიის პოლკოვნიკი"; 1976 წელს კალინინგრადში გამოაქვეყნა მეცნიერულ–კვლევითი ნაშრომი "კვანძებისა და აგრეგატების გამძლეობა краз-ის და маз–ის მარკების საავტომობილო ტრანსპორტის". არის მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის დამფუძნებელი და მაისურაძეთა მოძრაობის აქტიური მონაწილე. წყარო: მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბილისი, 2023. გვ.167
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

