The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გულივერ გორგოძე

გულივერ გორგოძე
Date of birth:10 December, 1957
Date of death:2 October, 1992  (at 34 years)
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ზეგანი, ბაღდათის რაიონი.

1977 წლამდე მუშაობდა კოლმეურნეობაში. შემდეგ მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. იქიდან დაბრუნების შემდეგ, 1980 წელს მუშაობა დაიწყო ქ. თბილისის  №1 ტრამვაის პარკში მძღოლად. 1982 წლიდან 1992 წლის 24 სექტემბრამდე მუშაობდა ქუთაისის ავტოქარხანაში. აქედან გაიწვიეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად სამხედრო ხაზით. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 25 სექტემბერს ჩარიცხულ იქნა ქუთაისის მოხალისეთა მეოთხე ბატალიონში. 1 ოქტომბერს გადაიყვანეს გაგრის ზონის დაბა განთიადში, იყო ოცმეთაური. დაიღუპა 1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრაში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.158


Share: