| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ გუგუნაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი საცხენისი, გარდაბნის რაიონი. დაამთავრა თბილისის სავაჭრო-ეკონომიკური ტექნიკუმის სამრეწველო განყოფილება 1970 წელს. 1980 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, ქ. ჩოგოევში. მუშაობდა ახალსოფლის სასოფლო საბჭოში ბუღალტრად, მცირე საწარმოო "ამბარის" დირექტორად. იყო ახალსოფლის საკრებულოს დეპუტატი, სახალხო ფრონტისა და საზოგადოება "საძმოს" და "სვანეთის" წევრი. იბრძოდა ცხინვალის სხვადასხვა სოფლებში. მონაწილეობდა ლტოლვილების ჩამოყვანა-დაბინავებაში. შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს ეროვნულ გვარდიაში, მსახურობდა თიანეთის ნაწილში ასმეთაურის მოადგილედ. გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე დააწინაურეს, მისი ნაწილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ლეგიონში გადმოიყვანეს, სადაც თენგიზ გუგუნაშვილი მეთაურად დანიშნეს. 1991 წლის 3 მაისიდან ცხინვალში იბრძოდნენ, 21 ივლისს წავიდნენ აფხაზეთში, იბრძოდნენ ბიჭვინთაში. დაიღუპა 1991 წლის 31 აგვისტოს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.162-163 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

