The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეკატერინე ელიაძე

ეკატერინე ელიაძე
დაბადების თარიღი:25 იანვარი, 1989  (37 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი 2011 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურა 2016 წელს; 2011 წელს ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2012 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი და ჩააბარა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2018 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა; 2019-2020წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2011-2012წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სტაჟიორი; 2013 წელს - მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სტაჟიორი; 2013-2016წწ. - მცხეთის რაიონული სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტი; 2016-2017წწ. - მცხეთის რაიონული სასამართლოს აპატარის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივანი; 2017 წელს - მცხეთის რაიონული სასამართლოს კანცელარისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების სპეციალისტი და აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივანი; 2017-2018წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის სამდივნოს სხდომის მდივანი; 2018-2019წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე; 2019 წელს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის სამდივნოს მოსამართლის თანაშემწე; 2021-2023 წლებში - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2024 წლის იანვრიდან - მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.geთბილისის საქალაქო სასამართლო: tcc.court.ge


გააზიარე: