| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
უჩა თოდუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქობულეთის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2009 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა 2011 წელს; 2015-2016წწ. გაიარა პროფესიული მენეჯმენტის კურსი - გერმანიის მოხელეთა აკადემია (dbb Academy); 2017 წელს გაიარა სასწავლო კურსი ჰოსპიტაციაზე სასამართლოს საქმისწარმოების შესწავლის მიზნით - დრეზდენის უმაღლეს სამხარეო სასამართლოში (OLG); 2018 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაცით; 2018 წელს გაიარა ტრენინგი მართლმსაჯულების ორგანიზება და მენეჯმენტი (პარიზი, საფრანგეთი) - საფრანგეთის მაგისტრატურის ეროვნული სკოლა (ENM), ევროპის სამოსამართლოს სწავლების ქსელი (EJTN); 2018 წელს გაიარა სამოსამართლო სწავლების ტრენინგი ტალინში (ესტონეთი) - ევროპის სამოსამართლოს სწავლების ქსელი (EJTN); 2019-2020წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი; 2008 წელს - სს ბანკი "რესპუბლიკას" მოლარე-ოპერატორი; 2008 წელს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სტაჟიორი; 2009 წელს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უმცროსი კონსულტანტი; 2009-2013წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტი; 2013-2019წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი; 2016-2019წწ. - იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიწვეული მასწავლებელი. 2021 წლის ივნისიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; თბილისის საქალაქო სასამართლო: tcc.court.ge Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

