| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ხუტა გაბისონია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გალი. ცეკვავდა 1935 წლიდან; განსაკუთრებით გამოარჩევდნენ ცეკვებს: "მთიულური", "აფხაზური", "კავკასიური", "სვანური", "სიმდი"; 1938 წელს "მთიულურის" შესრულებისათვის ქართული ხალხური ცეკვების ინდივიდუალურ შემსრულებელთა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონკურსზე პირველი ადგილი და ფულადი ჯილდო დაიმსახურა; იმავე წელს იგი მიიწვიეს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში (ქორეოგრაფი რ. აგრბა); 1938 წელს საქართველოს მშრომელთა მხატვრული თვითმოქმედების მეხუთე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე, თბილისში "მთიულურის" უბადლო შესრულებისთვის ხ. გაბისონიას კვლავ პირველი ადგილი და ფულადი პრემია მიანიჭეს; 1942 წლამდე იგი აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში ცეკვავდა, ხოლო 1942 წელს, ფრონტის ხაზთან მიწვეულმა, შექმნა მოცეკვავეთა ბრიგადა და 242-ე ქართველ მსროლელთა დივიზიაში დარჩა; 1943 წლის დასასრულს სოხუმში დაბრუნდა და კვლავ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში განაგრძო მუშაობა; 1958 წელს თბილისში აფხაზეთის ლიტერატურის და ხელოვნების დეკადაზე წარმატებული გამოსვლისათვის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988, გვ.183 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

