| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი ლობჯანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ღები, ონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1967 წელს. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში რედაქტორად, რესპუბლიკურ გაზეთ "ავტოტრანსპორტელში"; 1969 წლიდან საქართველოს რადიოში; მიჰყავდა გადაცემები: "შოლტი", "მხიარული ტალღა", რადიოპროგრამა "კანონი კანონია"; ლიტერატურული ნათლობა ჟურნალ "ცისკარს" დაუკავშირდა, სადაც 1962 წელს დაიბეჭდა მისი პირველი მოთხრობა "მერცხალა"; დ. ლობჯანიძის ნაწარმოებები, მოთხრობები, პიესები, პუბლიცისტური სტატიები პერიოდულად ქვეყნდებოდა ქართულ სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთებში, გამოდიოდა ცალკე წიგნებად, იდგმებოდა თეატრების სცენაზე. არის რამდენიმე ნაშრომის ავტორი. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.130; ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.224; საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი/Georgian Writers Creative Union პოსტი: facebook.com ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

