The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლიანა კაჟაშვილი

ლიანა კაჟაშვილი
დაბადების თარიღი:26 ნოემბერი, 1986  (39 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2009 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2009 წელს გაიარა ტრენინგი სასამართლო ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის რეფორმის პროექტში (USAID); 2010 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2011 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის მაგისტრატურა; 2019-2020წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2010 წელს - თბილისელების ადვოკატის სტაჟიორი პროგრამაში გადაუდებელი იურიდიული დახმარება თბილისელებს; 2011 წელს გაიარა სტაჟირება მცხეთის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით; 2011-2016წწ. - სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტი; 2016-2021წწ. - სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი. 2021 წლის ივნისიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.geთბილისის საქალაქო სასამართლო: tcc.court.ge


გააზიარე: