The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბადრი მაისურაძე

ბადრი მაისურაძე
დაბადების თარიღი:7 ოქტომბერი, 1965  (60 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, იურისტი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1985 წელს; თბილისის იურიდიული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი 1999 წელს.

1986-1987წწ. იყო სამხედრო სამსახურში. 1987-1995წწ. მუშაობდა თბილისის მერიის სისტემაში წამყვან სპეციალისტად. 1999-2005წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას არისტოტელეს სახელობის ბერძნულ-ქართული უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრაზე; თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის რუსთავის ფილიალის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დოცენტად. 2000 ნლიდან აქტიურად არის ჩაბმული მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის ღონისძიებების დაგეგმვა-ჩატარებაში. 2012 წლიდან არის მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის გამგეობის წევრი. წლების მანძილზე იგი იძიებდა და აგროვებდა საარქივო მასალებს გვარების ისტორიაზე.

წყარო: მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბილისი, 2023. გვ.170-171


გააზიარე: