The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯეირან გოგინავა

ჯეირან გოგინავა
Date of birth:15 September, 1946  (79 years)
Category:Dancer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. წყალტუბო.

ქორეოგრაფიულ ხელოვნებას ეზიარა წყალტუბოს პიონერთა სახლის თვითმოქმედ ცეკვის ანსამბლში ვალერიან ბრეგვაძის ხელმძღვანელობით. 1961-1962 წლებში ცეკვავდა ქ. თბილისის ძერჟინსკის სახელობის კლუბთან არსებულ ანსამბლ "მხედრულში" (ხელმძღვანელები გრიგოლ და ჰამლეტ კობეშავიძეები). 1962-1963 წლებში იყო თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს თვითმოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლის სოლისტი-მოცეკვავე (ხელმძღვანელი ბ. დარახველიძე). 1964 წლიდან ჯ. გოგინავა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული აკადემიური ანსამბლის სოლისტია. მის ცეკვებიდან აღსანიშნავია მთიულური ცეკვები და კინტოური "ძველი თბილისის სურათებიდან". 1991 წელს ჩამოაყალიბა ცეკვის პროფესიონალური ანსამბლი "სიონი", რომელიც წარმატებით გამოდიოდა როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. 1992 წელს "სიონი" სხვადახსვა დროს იმყოფებოდა თურქეთის ქალაქების: არხავისა და სტამბოლის მსოფლიოს ხალხთა ცეკვების ფესტივალებზე, სადაც ანსამბლმა უმაღლესი ჯილდო - "გრან-პრი" დაიმსახურა. 1994 წელს ჯეირან გოგინავა მიიწვიეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებულ ფოლკლორულ ანსამბლ "მამულის" დირექტორად. ანსამბლმა ორჯერ იმოგზაურა ესპანეთში მსოფლიო ხალხთა ცეკვების ფესტივალზე და "გრან პრით" დაჯილდოვდა. 2000 წლიდან დაინიშნა იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონალური გამგეობის თავმჯდომარის მოადგილედ, შემდგომ თავმჯდომარედ.

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.188; წყალტუბო, წარსული, აწმყო და მომავალი: facebook.com

Awards and Honors

  • 2016 - წყალტუბოს საპატიო მოქალაქე
  • 1981 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • ქორეოგრაფიის რაინდის ორდენი
  • ქართული კულტურის ამაგდარის ოქროს მედალი
  • ღირსების ორდენი

Share: