The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მედეა ლორთქიფანიძე

მედეა ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი:16 იანვარი, 1934
გარდაცვ. თარიღი:2003  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1957 წელს.

შრომითი საქმიანობა ტელევიზიის დაარსების პირველივე დღეებიდანვე დაიწყო. ტელერადიოკომიტეტში მუშაობდა რედაქტორად; მთავარი რედაქტორის მოადგილედ; ლიტერატურულ-დრამატულ გადაცემათა მთავარი რედაქციის მთავარ რედაქტორად; სამეცნიერო–პოპულარული და საგანმანათლებლო პროგრამების მთავარი რედაქციის შექმნის დღიდან ამ მთავარი რედაქციის მთავარ რედაქტორად; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროში, პრესცენტრის ხელმძღვანელად. მიღებული აქვს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელები (1962, 1977). სიცოცხლის ბოლო პერიოდში მუშაობდა საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის მუზეუმის შექმნაზე. 

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.131

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საზოგადოება "თბილისელი", წევრი
  • საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1977 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელი
  • 1962 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: