| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მთიულიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახმეტა. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2010 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2012 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის მაგისტრატურა და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი; 2015 წლიდან იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამაზე; 2020 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში; 2010-2012წწ. მონაწილოებდა იმიტირებულ საარბიტრაჟო და სასამართლო პროცესებში გერმანიაში (ფრანკფურტი), ლიეტუვაში (ვილნიუსი), აშშ-სა (მალიბუ) და ბულგარეთში (სოფია); 2009-2020წწ. მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ ტრენინგსა თუ კონფერენციაში, მათ შორის, 2008 წელს გაიარა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 6-თვიანი ინტენსიური სასწავლო კურსი სისხლის სამართალში; 2020-2021წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. 2010 წელს - საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმეთა პალატაში სტაჟიორი; 2010-2011წწ. - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სპეციალისტი (სამართლის კლინიკის კოორდინატორი); 2010-2011წწ. - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში სპეციალისტი; 2011-2015წწ. - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი პატრული, უფროსი პატრული, სამმართველოს იურისტი, დეპარტამენტის იურისტი, იურიდიული სამსახურის უფროსი; 2015-2018წწ. - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მრჩეველი; 2018-2020წწ. - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის უფროსი კონსულტანტი; 2020 წლის მარტიდან სექტემბრამდე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მწერალი თანაშემწე; 2012-2020წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვეული მასწავლებელი; 2020 წლიდან - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მოწვეული ლექტორი. 2022 წლის მარტიდან - გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; გურჯაანის რაიონული სასამართლო: court.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

