The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზი მორგოშია

თეიმურაზი მორგოშია
Date of birth:15 June, 1947
Date of death:2 January, 2000  (at 52 years)
Category:Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1970 წელს.

1958 წლიდან მუშაობდა აჭარის რადიოში; რადიოგაზეთ ,"პიონერულ შუქურაში"; საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში; სოფლის მეურნეობის რედაქციაში; გაზეთ "დროს" რედაქციაში. მრავალი გადაცემა აქვს მომზადებული რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონისა და სოფლის მშრომელებზე, მათ პრობლემებსა და წარმატებებზე. მრავალმხრივი იყო მისი შემოქმედებითი სფერო: წერდა სპორტზე, ხელოვნებაზე მედიცინაზე, ძველ ტრადიციებზე, გამოჩენილ პიროვნებებზე, ეხმიანებოდა ყველა მნიშვნელოვან მოვლენასა და პრობლემას. იგი რამდენიმე წიგნის ავტორი იყო. 1991 წელს "მერანმა" გამოსცა მისი პირველი წიგნი "ავსა და კარგზე", ამას მოჰყვა მეორე და მესამე წიგნი: "მე და სპორტი", "ინტერვიუები გამოჩენილ გარსკვლავებთან". იგი მთელი სიცოცხლე ემსახურა ჟურნალისტის ურთულეს პროფესიას.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.136

Bibliography


Share: