The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გიორგობიანი

გიორგი გიორგობიანი
დაბადების თარიღი:1962  (64 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა–მათემატიკის ფაკულტეტი მათემატიკოსის, მათემატიკის მასწავლებელის კვალიფიკაციით 1983 წელს. 

1983 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, მკვლევარი, სწავლული მდივანი, დირექტორის მოადგილე; 1990-1991წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კიბერნეტიკის და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, მიწვეული პროფესორი; 2005-2010წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მათემატიკის ფაკულტეტი, მიწვეული პროფესორი; 2009-2010წწ. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), მიწვეული პროფესორი; 2013-2017წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, გამოთვლითი მათემატიკის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2021-2022წწ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესის ფაკულტეტი, მიწვეული პროფესორი. 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ფიზიკა-მათემატიკის აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (1990).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: