| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლიანა ეჯიბია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მენჯი, სენაკის რაიონი. დაამთავრა ქ. სოხუმის საბუღალტრო ტექნიკუმი, მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დიმიტრი გულიას სახელობის აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მთავარ ბუღალტრად. 1982 წელს წარმოებისაგან მოუწყვეტლივ სწავლა გააგრძელა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და საბუღალტრო აღრიცხვის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1988 წელს და მიიღო ბუღალტერ-ეკონომისტის კვალიფიკაცია. შემდეგ მუშაობა დაიწყო ამავე ფაკულტეტზე ლაბორანტად, საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით მოამზადა რეფერატი თემაზე "კომპიუტერის გამოყენება საბუღალტრო აღრიცხვაში", 1991 წლის სექტემბრიდან უფროსი მასწავლებლის ხარისხით კითხულობდა ლექციებს. ტრაგიკულად დაიღუპა სოხუმში 1992 წლის 20 ოქტომბერს. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.183-185
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

