The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარინა მაისურაძე

მარინა მაისურაძე
ოფიციალური სახელი:მერი მაისურაძე
დაბადების თარიღი:16 ივნისი, 1957  (68 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1987 წელს.

1987–1988წწ. მუშაობდა "საქმთავარენერგო"-ს იურისკონსულად; 1988-1997წწ. იყო "საქმთავარენერგო"-ს იურიდიული განყოფილების უფროსი; 1997–1999წწ. ჩუღურეთის რაიონის ადვოკატურის ადვოკატად; 2000 წლიდან მუშაობდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლედ სამოქალაქო ადმინისტრაციული სამართლის განხრით; 2007-2010წწ. იყო თერჯოლის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე; საადვოკატო ბიუროს მეშვეობით ახორციელებს კერძო საადვოკატო საქმიანობას. არის ქველმოქმედი, მონაწილეობა აქვს მიღებული 2015 წელს გორის რაიონის სოფელ ოლოზში მე-X საუკუნის ძეგლი - ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის  აღდგენაში.

წყარო: მაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბილისი, 2023. გვ.187

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წევრი (2013-)

გააზიარე: