| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გულიკო მარუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1970 წელს. 1965-1970წწ. მუშაობდა გაზეთ თბილისის კულტურისა და მეცნიერების განყოფილებაში შტატგარეშე კორესპონდენტად; 1971 წლიდან თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე; კინო-ტელესასწავლო–სამეცნიერო ლაბორატორიის ლაბორანტად; 1981 წლიდან ტელევიზიისა და რადიოჟურნალისტიკის კათედრის უფროს ლაბორანტად; 1989 წლიდან მეცნიერ-თანამშრომლად; კინო–ტელელაბორატორიაში მისი, როგორც სცენარისტისა და რედაქტორის მონაწილეობით შეიქმნა თსუ კინომატიანეები, დოკუმენტური და სასწავლო ფილმები; მათ შორის "ივანე ჯავახიშვილი", "გიორგი ახვლედიანი", "აკაკი შანიძე", "უნივერსიტეტი–50", "სიმონ ყაუხჩიშვილი" და სხვ.; გამოქვეყნებული აქვს ხუთი სამეცნიერო შრომა; 1983-1984წწ. ტელევიზიისა და რადიოჟურნალისტიკის კათედრაზე მუშაობის პერიოდში თანამშრომლობდა საქართველოს ტელევიზიის ლიტერატურისა და ხელოვნების მთავარ რედაქციაში, მისი ავტორობით ეთერში გავიდა გადაცემები: "ნიკო ნიკოლაძე", "გ. მარგველაშვილი– 60", "ედიშერ ყიფიანი" და სხვ. 1983-1987წწ. იყო თსუ სადოქტორო ხარისხის მიმნიჭებელი სამეცნიერო საბჭოს მდივანი, 1987-1998წწ. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის რადიოჟურნალისტიკის კათედრის მდივანი; როგორც მეცნიერ თანამშრომელი, მონაწილეობდა აღნიშნული კათედრის სამეცნიერო თემატიკის დამუშავებაში და ყოველწლიურად წარადგენდა შრომებს, ჰქონდა სარედაქციო დატვირთვაც; 1998 წლიდან მუშაობდა კინო ტელელაბორატორიაში, როგორც რედაქტორი და სცენარისტი; არის ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი და კურატორობს სტუდენტებს ტელეჟურნალისტიკის განხრით. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ილია ხონელი ჟურნალისტი და პუბლიცისტი", დაიცვა 1986 წელს. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.141
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

