The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დარეჯან კვარაცხელია

დარეჯან კვარაცხელია
დაბადების თარიღი:17 თებერვალი, 1960  (66 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხობი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1987 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2000 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა (საერთო სპეციალიზაციით). იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

1977-1982წწ. - სოფელ ქვალონის მეღორეობის საწარმოში მუშა; 1987-1988წწ. - "ცხაკაიას ჩაის მრეწველობის საწარმოო გაერთიანებაში" იურისკონსულტი; 1988 წელს - სოფელ ეკის (ახ. სენაკისმუნიციპალიტეტი) კოლმეურნეობაში იურისკონსულტი; 1988-1990წწ. - ხობის აგროსამრეწველო გაერთიანებაში იურისკონსულტი; 1990-2001წწ. - საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის ადვოკატი; 2001-2012წწ. - ხონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2012-2022წწ. - სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2022 წლის მარტიდან - სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე აბაშის მუნიციპალიტეტში.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: